დამლაგებელი, სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი, გაზის ხელოსანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი, სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი, გაზის ხელოსანი
მომწოდებელი: როიალ ფროფერთი
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 29 ივლისი
კომპანია "როიალ ფროფერთი" სთავაზობს ახალაშენებული კორპუსების მაცხოვრებლებს მრავალფეროვან მომსახურებას და შენობის ინფრასტრუქტურის სრულ მართვას (კორპუსების დალაგება-დასუფთავება, 24 საათიანი კონსიეჟისა და დაცვის მომსახურება, შენობაში და მის ტერიტორიაზე გამწვანების მოვლა, სანტექნიკოსის, ელექტრიკოსის მომსახურება, ლიფტის მომსახურება, გადაზიდვის სერვისი და სხვა).

ადგილმდებარეობა - თბილისი
განაკვეთი - სრული

ვეძებთ ენერგიულ, ყურადღებიან და სისუფთავის მოყვარულ თანამშრომლებს:

1. დამლაგებელი

ფუნქცია-მოვალეობები:

** საცხოვრებელი კორპუსების დალაგება-დასუფთავება;
** ბინების შიდა დალაგება, დასუფთავება და გენერალური დალაგება;
** შენობის შიდა ვიტრაჟის გაწმენდა;
** შენობის ეზოს დასუფთავება;
** შენობის ტერიტორიაზე არსებული სანაგვე ურნების მოწესრიგება;
** შენობის შიდა ვიტრაჟის გაწმენდა;
** სხვა სამუშაოების წარმოება, შენობაში და მის ტერიტორიაზე სუფთა გარემოს შესაქმნელად.

2. ელექტრიკოსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
** ობიექტზე არსებული ელექტრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** შენობის განათების სისტემის გამართულად ფუნქციონირება;
** შიდა ქსელების შექმნა და დაერთება ცენტრალურ მრიცხველზე;
** შიდა მრიცხველების მონტაჟი, შეცვლა, შეკეთება;
** დაზიანებული ნათურების, ავტომატების, როზეტების და სხვა ელექტრო სისტემების შეცვლა-შეკეთება;
** ელექტრო ენერგიასთან და მასზე მომუშავე მოწყობილობებთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

3. გაზის ხელოსანი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტზე არსებული გაზის სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
** ბუნებრივ აირზე მომუშავე სისტემების დაკავშირება ბუნებრივი აირის ქსელთან;
** ბუნებრივ აირზე მომუშავე გაზქურების, გამათბობლების, წყლის გამაცხელებლების შეცვლა/შეკეთება;
** მრიცხველების შეცვლა/შეკეთება.
** ბუნებრივ აირთან და მასზე მომუშავე მოწყობილობებთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

4. სანტექნიკოსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ონკანების დემონტაჟი, მონტაჟი და შეკეთება;
** უნიტაზის, ნიჟარის, აბაზანისა და საშხაპე კაბინების დემონტაჟი, მონტაჟი და შეკეთება;
** კანალიზაციის შიდა სისტემის შექმნა, შეკეთება, დაერთება ცენტრალურ სისტემაზე;
** შიდა წყლის სისტემის შექმნა და დაერთება ცენტრალურ სისტემაზე;
** მილებისა გაწმენდა და ვენტილების შეცვლა, შეკეთება;
** წყლის მრიცხველის შეცვლა;
** სანტექნიკასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ შემდეგი პიროვნული თვისებები:

** მოწესრიგებული;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** თავაზიანი;
** შეეძლოს გუნდურად და ინდივიდუალურად საქმის შესრულება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info.royalproperties1@gmail.com და სათაურის ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვირეკოთ ნომერზე: +995 598 14 25 08
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე