ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 29 ივლისი
ლაზიერი, 3500 კვ.მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს.

ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული.

შპს "ლაზიერი" მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP- Laminate), კორიანის (DuPont`s Corian®), ნეოლითის (TheSize`s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით.ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს.ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

ლაზიერი ეძებს გუნდის ახალ წევრს წარმოების ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოო სქემის შესაბამისად საწარმოო ბიუჯეტის (გეგმიური მოგება-ზარალის) შედგენა;
** ფაქტიური სააღრიცხვო მონაცემების საფუძველზე პროექტის ფაქტიური მოგება-ზარალის შედგენა;
** პროექტის ხარჯების სტრუქტურის ანალიზი;
** სახელფასო ბიუჯეტის ფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ეკონომიკის, სტატისტიკის, უმაღლესი მათემატიკის, ან ფინანსების მიმართულებით;
** MS Excel-ის ცოდნა;
** წარმოების ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: Ajangavadze@Lazieri.com

ყურადღება! გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის და პოზიციის დასახელება.

ჩვენი წარმოება მდებარეობს თბილისში, ფეიქრების 12.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი 09:00 - 18:30
გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ:

http://www.Lazieri.com
http://www.Facebook.com/LazieriGeo
Instagram.com/LazieriGeorgia
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე