პროდუქტ-მენეჯერი - მცენარეთა კვების მიმართულება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტ-მენეჯერი - მცენარეთა კვების მიმართულება
მომწოდებელი: აგროსფერო
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 29 ივლისი
კომპანია "ნობლექსი" 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და წარმოადგენს ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას ამ მიმართულებით საქართველოს მასშტაბით, რომელიც თბილისში, მარნეულსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით "აგროსფერო".

ჩვენი ღირებულებაა:

პროდუქციის ხარისხი:

წარმოვადგენთ მსოფლიოს ლიდერ 20-ზე მეტ კომპანიას სხვადასხვა მიმართულებით: მცენარეთა დაცვის საშუალებები - Bayer AG, მინერალური სასუქები - Yara, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა - Claas, სათესლე მასალა - Rijk Zwaan, Nunhems, ფილტრაციის სისტემები Pall, მუხის კასრები და დამხმარე მასალები - Seguin Moreau და სხვა.

მაღალი სტანდარტის მომსახურება და სანდოობა:

"აგროსფერო"-ს მაღაზიათა ქსელში შეძენილ პროდუქციას, თან ერთვის მაღალკვალიფიციური კონსულტაცია, რომელიც მიმართულია საუკეთესო შედეგისკენ. ჩვენი მიზანი მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურებით მიღებული შედეგია და პარტნიორული ურთიერთობა

განვითარება და წინსვლა:

"ნობლექსი" დაარსების დღიდან მუდმივად ვითარდება და განაგრძობს წინსვლას. მუდმივად ვითარდებიან თანამშრომლები და დღეს შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ კომპანია ასოცირდება თანამშრომლისთვის, საუკეთესო დამსაქმებელთან და მომხმარებლებისთვის, პროფესიონალიზმთან და მაღალი ხარისხის პროდუქციასთან.

კომპანიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ. გვერდზე: http://www.agrosphere.ge/about
ჩვენი ონლაინ მაღაზია: https://agrosphere.ge
Facebook https://www.facebook.com/Agrosphere.ge/
Youtube: https://www.youtube.com/channel/UC_gnxgvIsEfSC-DHnDB7RnQ

ჩვენი კომპანია გთავაზობთ პროდუქტ-მენეჯერის პოზიციაზე მუშაობას, მცენარეთა კვების მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** მცენარეთა კვების მიმართულებით არსებული პორტფელის ეფექტური მართვა
** მოლაპარაკებების წარმოება არსებულ თუ პოტენციურ მომწოდებლებთან და პარტნიორული ურთიერთობის განვითარება
** ადგილობრივი ბაზრის ანალიზი და მოთხოვნების შესწავლა, კომუნიკაცია ფერმერებთან
** სწორი ფასწარმოქმნა და გაყიდვების სტიმულირება
** ახალი პროდუქტის დანერგვის სამუშაოების ორგანიზება და კოორდინირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აგრონომიული განათლება (აგრონომიული განათლების არ ქონის შემთხვევაში, სასურველია აგრო-სექტორში მუშაობის გამოცდილება)
** აუცილებელია კომერციული საქმიანობისადმი ინტერესი: ბაზრის კვლევა, მოლაპარაკება, ანალიზი, შესყიდვა, გაყიდვების მხარდაჭერა და ა.შ.
** აუცილებელია: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

რეზიუმე გამოაგზავნეთ, ელფოსტაზე: hr@noblex.ge 01.08.2020-ის ჩათვლით.

გაითვალისწინეთ: აუცილებელია რეზიუმეს გამოგზავნისას, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორი კომპანიის შესახებ ინფორმაცია (იმ კომპანიის, რომელთანაც პროდუქტ-მენეჯერს მოუწევს თანამშრომლობა):

https://www.youtube.com/watch?v=6UGEGjmhr1A
https://www.youtube.com/watch?v=JBPKJbjxjnE
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე