იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 29 ივლისი
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს - იურიდიული, საადვოკატო და ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.ჩვენი კომპანია არის ქართულ-უკრაინული კომპანია და საქმიანობს საქართველოს, უკრაინის და ბელორუსიის ტერიტორიაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება.
** სამართლებრივი საკითხების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება.
** საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი და ანალიზი.
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან.
** წარმომადგენლობა სასამართლოებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, კერძო და იურიდიულ პირებთან.
** კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი)
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე კერძო სექტორში
** სავალდებულოა ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამები ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-19:00 სთ), ორშაბათი-პარასკევი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ვაკანსიის დასახელებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zarnadzeg@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე