იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: თელიანი ველი
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 29 ივლისი
სს "თელიანი ველი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის, შიდა აქტების, ხელშეკრულებების პროექტების, კორესპონდენციების მომზადება და ექსპერტიზა;
** ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა შიდა დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა, სისტემატიზაცია და შენახვა;
** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში, წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; "საქპატენტში";
** ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების მუდმივი კონტროლი და სამუშაო პროცესში გამოყენება.
** წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟში და აღსრულების ეროვნულ ბიუროში; სააღსრულებო პროცესის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი სპეციალობით;
** აუცილებელია იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის ანალიზის და ცვლილებების შეტანის უნარი ინგლისურ და რუსულ ენებზე;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ სამეწარმეო/კორპორატიული სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც გააჩნიათ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@telianivalley.com და ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
სს "თელიანი ველი"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე