IT მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: აი სი არ თრეიდი
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 29 ივლისი
"აი სი არ ტრეიდი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური კომპანიაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. იგი წარმოადგენს საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებს, როგორიცაა ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, ოკაიდი და ჟაკადი, აქსესუარების მიმართულებაში ბრენდი პარფოისი. დღეისათვის კორპორაციაში დასაქმებულა 800 მდე თანამშრომელი და მართავს ბრენდების 80-მდე ფილიალს, რომლებიც წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, საქართველოს სხვა ქალაქებში.

შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი;
სტუქტურული ერთეული: ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი
ექვემდებარება: ინფორმაციული ტექნოლოგიების ხელმძღვანელს

ძირითადი მოვალეობები:

** კომპიუტერული ტექნიკის მხარდაჭერა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** კომპიუტერული ქსელის მხარდაჭერა
** პროგრამების, ანტივირუსების და სისტემების ინსტალაცია
** ქსელური საკაბელო სისტემის უზრუნველყოფა
** პერიფერიული აპარატურის კომპიუტერებთან მიერთება და ინსტალაცია
** ვიდეო-მონიტორინგის სისტემის ადმინისტრირება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** აუდიოსისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** თანამშრომელთა დაშვების სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ქსელის მუშაობის პრინციპების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შესაბამისმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ 20 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@icr.ge; ელექტრონული წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ აღნიშნული პოზიციის დასახელება "IT მხარდაჭერის სპეციალისტი"

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები"აი სი არ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე