სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუპერვაიზერი
მომწოდებელი: მიმო
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 29 ივლისი
კომპანია "მიმო" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე თბილისში.

"მიმო" ახალი კომპანიაა საფოსტო-საკურიერო მომსახურების სფეროში. სწრაფად მზარდი გუნდი თავის თანამშრომელს აძლევს კარიერული წინსვლის და პიროვნული ზრდის საშუალებას. ჩვენ გთავაზობთ სწრაფი ადაპტაციისთვის კეთილგანწყობილ გარემოს და საინტერესო სამუშაოს.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა (კომუნიკაციის დონეზე);
** სასურველია ტრენინგის ჩატარების გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი პროცედურების დანერგვა;
** საველე პირობებში თანამშრომელთა ინსტრუქტაჟი, მონიტორინგი და შეფასება;
** კომპანიის დადგენილი წესების მიხედვით თანამშრომელთა მომზადება/გადამზადება;
** ყოველდღიური ანგარიშების წარდგენა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი
** მოქნილობა;
** სიახლეები ადვილად ათვისების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის გადანაწილების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: t.chumburidze@mimo.ge. ამასთანავე, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე