სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
2009 წლიდან, კომპანია "ნუტრიმაქსი" წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. მისი დანიშნულებაა მომხმარებელს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის ცხოველთა და ფრინველთა საკვები.
კომპანია ფლობს თანამედროვე ტიპის მაღალტექნოლოგიურ ქარხანას, სადაც დანერგილია საერთაშორისო სტანდარტების ISO 22000 სერტიფიკატი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის სტაბილურ ხარისხს.

კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს სტაჟირების პროგრამას -ლაბორატორიის, ხარისხის კონტროლის, წარმოების და კვების ტექნოლოგიის დეპარტამენტებში.

თუ გაქვთ ან იღებთ განათლებას ნებისმიერ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში (ქიმია, ბიოლოგია, კვების ტექნოლოგია და ა.შ.) შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და გაიაროთ 3-თვიანი სტაჟირების პროგრამა კომპანია ნუტრიმაქსის სხვადასხვა დეპარტამენტში:

** წარმოება;
** ლაბორატორია;
** კვების ტექნოლოგია;
** ხარისხის კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან მე-3, მე-4 კურსის სტუდენტები - (აუცილებელია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განხრით - ქიმია, ბიოლოგია, კვების ტექნოლოგია, ბიოქიმია და ა.შ );
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სტაჟირება ნუტრიმაქსის ქარხანაში".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე