შიდა აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა აუდიტორი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
სს "ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტორის პოზიციაზე საგურამოში.

უფლება-მოვალეობები:

** აუდიტის წლიური გეგმის შემუშავება პროცესების შესამოწმებლად;
** არსებული პროცესების აღწერა;
** რისკების იდენტიფიცირება;
** რისკებისგან დაზღვევის მექანიზმის შემუშავება;
** რეკომენდაციების შემუშავება მენეჯმენტისთვის;
** რეგულარული ანგარიშის წარმოება აუდიტის კომიტეტისთვის;
** წლიური ანგარიშის მომზადება არსებულ გეგმებზე, გაწეულ სამუშაოებზე, შედეგებზე, გაცემულ რეკომენდაციებზე და მათ შესრულებაზე

საკვალიფიკაციო მოთოხვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში ან ეკონომიკაში
** სამუშაო გამოცდილება: 2-3 წელი
** აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ან შიდა აუდიტორად მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის გამართულად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციის უნარი
** ძლიერი ლოგიკური, მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე;
** პროექტებისა და პროცესების მართვა;
** დროის მართვის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და დინამიურ სამუშაო გარემოს
** ტრანსპორტირებას ქალაქიდან საგურამოში (ტრანსპორტირების დრო: 20 წუთი)
** კვებას
** დაზღვევას

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე hr@geobeer.ge. მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად (შიდა აუდიტორი). მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე