გარე გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ტრანსპორტის მართვის საერთაშორისო კომპანია
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 29 ივლისი
შპს "ტრანსპორტის მართვის საერთაშორისო კომპანია" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის დასახვა, გაყიდვების გეგმის შემუშავება, კონტროლი და შესრულება;
** შესაბამისი გაყიდვების არხების განსაზღვრა და პროდუქტების შექმნა;
** ბაზარზე არსებული ცვლილებების ანალიზი და ინფორმაციის მართვა;
** მოლაპარაკებების წარმოება სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან;
** მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება, მათი კმაყოფილების დონის დადგენა და მონიტორინგი;
** მუდმივი კლიენტების დავალიანებების მონიტორინგი და რეპორტინგი;
** შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარები:

** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული;
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

მეილი z.kardava@itmc.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე