ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვის დესკ ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვის დესკ ოპერატორი
მომწოდებელი: ტექნეტი
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 29 ივლისი
კომპანია "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვის დესკ ოპერატორი / IT Service Desk Operator (ცხელი ხაზის ოპერატორის) პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ფუნქციები:

** IT სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქსელური ინფრასტრუქტურის ბაზისურ დონეზე მხარდაჭერა;
** Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის ტექნიკური გამოცდილება;
** პასიური ქსელის მოწყობა, გამართვა;
** შიდა ტელეფონთან (აიპი) მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, Windows 7/8/8.1/10 ინსტალაცია-კონფიგურაცია;
** ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური, რუსული
** "აპექსის" პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საბეჭდი სისტემების მხარდაჭერის ცოდნა;
** დაზიანებული ოპერაციული სისტემების დიაგნოსტიკა და აღდგენა;
** პასუხის გაცემა შემოსულ ზარებზე, მომხმარებლებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
** მოთხოვნებისა და ინციდენტების რეგისტრაცია და შემდგომი რეაგირება;
** მომხმარებლების ინფორმირება მიმდინარე მოთხოვნის სტატუსის შესახებ და სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე;
** მოთხოვნის პირველადი შეფასება, მცდელობა დამოუკიდებლად მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა ან მოახდინოს გადამისამართება შესაბამის მომსახურების დონეზე;
** ექსკალაციის და მონიტორინგის პროცედურების განხორციელება;
** მიწოდებული მომსახურების მიმდინარეობის და მათში ჩართული სისტემების კონტროლი, მოსალოდნელი პრობლემების იდენტიფიკაცია, მათი პრევენცია ან მოგვარების მიზნით სწორი მითითების გაცემა;
** ინციდენტის ციკლის მართვა, ლიკვიდაციის დადასტურების ჩართვით, ინციდენტის დახურვა და მომხმარებელთან შეთანხმება დახურვის ფაქტის შესახებ;
** ცალკეული მომსახურების დონეების მცირედი ცვილებების შესახებ მომხმარებელთან ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება;
** მართვითი ინფორმაციის წარდგენა და წინადადებების მომზადება მომსახურების გაუმჯობესების შესახებ;
** პრობლემების იდენტიფიკაცია (ინციდენტის წარმოქმნის მიზეზი);
** მომხმარებლის ინფორმირება სწავლების და ტრენინგების საჭიროების შესახებ;
** ინფორმირება მომსახურების გაუმჯობესების საჭიროების შესახებ;
** ინციდენტების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაში მუშაობის გამოცდილება;

მოვალეობები:

** მომხმარებლის მხარეს არსებული ყველა ტიპის პრობლემის მოგვარება;
** კომპიუტერების ტექნიკური გაუმართაობის დადგენა/დიაგნოსტიკა, აღმოფხვრა;
** უკაბელო წვდომის წერტილების კონფიგურაცია, მონტაჟი;
** აიტი ინციდენტების დამოუკიდებლად მოგვარება;
** მიწოდებული აიტი სერვისების მიმდინარეობის და მათში ჩართული სისტემების კონტროლი, მოსალოდნელი პრობლემების იდენტიფიკაცია, მათი პრევენცია და მოგვარება;
** პრობლემების იდენტიფიკაცია (ინციდენტის წარმოქმნის მიზეზი);
** ინფორმირება მომსახურების გაუმჯობესების საჭიროების შესახებ;
** ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება;

პიროვნული თვისებები:

** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ბიზნესის მიზნების ცოდნა;
** პირველი დონის (უმაღლესი კლასის) მომსახურების (სერვისები) მიწოდებისკენ მისწრაფება.
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე 09:30-დან 19:00-მდე
სახელფასე განაკვეთი განისაზღვრება: 1000-დან 1300 ლარამდე (დარიცხული).

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@technet.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე