მწვანე ბანაკის მენტორების შესარჩევი კონკურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მწვანე ბანაკის მენტორების შესარჩევი კონკურსი
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
CENN აცხადებს კონკურსს საზაფხულო მწვანე ბანაკებში მენტორების შესარჩევად.

მწვანე ბანაკის მენტორები პასუხისმგებლები იქნებიან ბანაკის პროგრამის დაგეგმვაზე, ჩატარებასა და შეფასებაზე. კონკურსი ღიაა ყველა 18-29 წლის დაინტერესებული პირისათვის, თუმცა შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება CENN-ის წარმატებულ კურსდამთავრებულებსა და შესაბამისი გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

მწვანე ბანაკის მენტორის პასუხისმგებლობები:

** ბანაკის პროგრამის შედგენაში აქტიური მონაწილეობა CENN-ის მწვანე ბანაკის საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად;
** თემატური სესიებისა და აქტივობების წარმართვა;
** ბანაკის მონაწილეების სრული ზედამხედველობა და მათთვის უსაფრთხო, ინკლუზიური გარემოს შექმნა;
** მწვანე ბანაკის მონიტორინგისა და შეფასების პროტოკოლის მიხედვით, ფოკუსჯგუფების შექმნა და მონაწილეების უკუკავშირის მიღება;
** თითოეული დღის ბოლოს, ბანაკის ხელმძღვანელთან ანგარიშგება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სკოლის ატესტატი/დიპლომი;
** პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარები;
** სასურველია ბანაკში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის მინ. B2 დონეზე ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია:

** შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება შეთანხმება მათი ბანაკის ნაკადებში განაწილებასთან დაკავშირებით;
** ანაზღაურების შესახებ შეთანხმება მოხდება სამუშაო გრაფიკის, ნაკადებში განაწილებასა და აპლიკანტის გამოცდილების გათვალისწინებით;
** მწვანე ბანაკები ჩატარდება ბულაჩაურის მწვანე ცენტრში;
** მწვანე ბანაკები დაიწყება 20 ივლისს და გაგრძელდება 17 სექტემბრის ჩათვლით. შერჩეული კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს მინიმუმ 2 ნაკადში;
** შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრების დასანიშნად;
ყველა შერჩეული კანდიდატი აუცილებელია, დაესწროს მწვანე ბანაკის მენტორების საორიენტაციო ტრენინგს 13-16 ივლისს, რომელიც ჩატარდება ბულაჩაურის მწვანე ცენტრში.

დაინტრესებულმა კანდიდატებმა 5 ივლისის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე/CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე: giorgi.orkodashvili@cenn.org

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "ბანაკის მენტორი". ელ-ფოსტის ტექსტში, გთხოვთ, მიუთითოთ 20 ივლისიდან 17 სექტემბრის განმავლობაში, რა პერიოდის დათმობას შეძლებთ მწვანე ბანაკისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე