მძღოლი-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. კომპანიის პორტფელში ერთიანდება ისეთი ბრენდები, როგორიცაა "ბიბილო", "მამალო", "West Fish", "West Meat", " "Ukrainian Chicken", "Divnoe" და სხვა.

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი 22-40 წლამდე;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია (აუცილებელი მოთხოვნა);

ძირითადი მოვალეობები:

** განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
** ცენტრალური საწყობიდან მანქანის პროდუქციით დატვირთვა, გადატანა, დაცლა;
** პროდუქციის მიღება/ჩაბარების და დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა.

განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით;
ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები) საწყის ეტაპზე, რომელიც მზარდია ეტაპობრივად და ასევე, ბონუსური სისტემა.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მძღოლ-ექსპედიტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 ივლისი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე