კონკურსი სამაცივრე აგრეგატების, სამშენ. მასალების შეძენაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი სამაცივრე აგრეგატების, სამშენ. მასალების შეძენაზე
მომწოდებელი: USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
თანდართული ფაილი: 268986_usaidagr_rfq_refrig1_1301101.zip
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების/ინფორმაციის/კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.

პროექტის აქტივობების ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას სურს შეიძინოს სამაცივრე აგრეგატები და სამშენებლო მასალები, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს გრანტიორის არსებული ბიზნეს საქმიანობა. ამ განაცხადის მიზანია სამაცივრე აგრეგატებსა და სამშენებლო მასალებზე შეთავაზებების მოთხოვნა.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულებას.

სავარაუდოდ, ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულების გაცემა მოხდება 2020 წლის 22 ივლისამდე.
საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის სასურველი დროა არაუგვიანეს 2020 წლის 14 აგვისტოსი.
მიწოდების ადგილი: სოფელი ბებნისი, ქარელის მუნიციპალიტეტი, შიდა ქართლის რეგიონი.

შესყიდვა განხორციელდება ორ ლოტად:

ლოტი #1: სამაცივრე აგრეგატები (4 ცალი)
ლოტი #2: სენდვიჩ პანელები.

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 13 ივლისი, 2020 წ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე