ტენდერი გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემის მოწყობაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემის მოწყობაზე
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების მოწყობის თაობაზე.

სამუშაოები ჩასატარებელია რუსთავში, მესხიშვილის ქ. 5-ში (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 02.04.02.099) მდებარე შენობაში.

თანდართულ დოკუმენტში:

** ხარჯთაღრიცხვის ფორმა მოცემულია დანართში №1;
** პროექტი მოცემულია დანართში №2;
** ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №3;
** აფიდავიტი მოცემულია დანართში #4;

გათბობა, გაგრილება, ვენტილირების ლოკალურ ხარჯთაღრიცხვაში სავალდებულოა მითითებული იყოს მწარმოებელი და პროდუქტის მოდელები.

შემოთავაზებული პროდუქციის, მათ შორის VRV, ფანკოილი, ჰაერის მოსამზადებელი აგრეგატები, გამწოვი ვენტილატორები, მინიმალური საგარანტიო პერიოდი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 წელს.

წარმოდგენილი უნდა იყოს ტუმბოების, სავენტილაციო დანადგარების, VRV, ფანკოილების და გამწოვი ვენტილატორების მონაცემების ოფიციალური დოკუმენტი (კატალოგი).

შენიშვნა: პროექტში წარმოდგენილი აგრეგატები არის "Midea"-ს წარმოების.

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

** ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც უნდა იშიფრებოდეს ხელფასისა და მასალის ღირებულება (დარიცხვების გარეშე ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა არის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი, ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იყოს თანდართული ფორმის შესაბამისად);
** სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობა;
** საგარანტიო პირობები, საგარანტიო ვადები;
** სამუშაოების შესრულების ვადა:
** სამუშაოთა შესრულების გრაფიკი.

შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით სამუშაოთა საერთო ღირებულების 10%-ზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული ან/და ეს თანხა აღემატება 5000 ლარს, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია, დამკვეთთან შეთანხმებული/მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს სია და მათგან არანაკლებ ორი დამკვეთი პირის რეკომენდაცია;
** ხელმოწერილი აფიდავიტი დანართი №4-ის სახით;

პრეტედენტს, დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;
** ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
** საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
** ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.
** საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით);

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ.

შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული დამკვეთის მიერ ბოლო 2 (ორი) თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა ანალოგიური სისტემებით შესრულებული სამუშაოების სრული სიის, მათგან არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციის, აფიდავიტისა და სერტიფიკატების. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.

თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, მოეთხოვება წარადგინოს:

1. დამკვეთისათვის მისაღები მაღალი რეპუტაციის მქონე ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან ხელშეკრულების შესრულების გარანტია მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით. გარანტიის მოქმედება 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
2. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთისათვის მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა - საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.

შენიშვნა: დამკვეთს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემსრულებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადების 10 დღითა და მეტით დარღვევის შემთხვევაში.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

** ხარისხი;
** ღირებულება;
** სამუშაოების შესრულების ვადა;
** ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
** ანგარიშსწორების პირობა.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

პრეტენდენტთა საყურადღებოდ!

ტენდერი ტარდება ერთი კონვერტის პრინციპით, რაც არ გულისხმობს ელეტრონულად ვაჭრობის ეტაპის გამართვას და აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეტენდენტთა მიერ საბოლოო სატენდერო წინადადებები (საბოლოო ფასები) უნდა იქნეს წარმოდგენილი.

პრეტენდენტთა მიერ სატენდერო წინადადებები ატვირთული უნდა იქნეს ელექტრონულად, არაუგვიანეს 2020 წლის 10 ივლისს, 15:00 საათისა ვებ-გვერდზე: http://www.etenders.ge

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცადების საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერება, ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო პირებთან -

გიორგი ლომიძე, ტელ:599183099, goga.lomidze@yahoo.com
კოტე გაგნაშვილი: 579147722, Kote.Gagnashvili@aversi.ge
გიორგი ფაციაშვილი, ტელ: 577274744, giorgi.patsiashvili@aversi.ge
მარიამ გამხიტაშვილი, ტელ: 558101330, ელ ფოსტა: mari.gamkhitashvili@aversi.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე