სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ელემენტ კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
შპს "ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

მოვალეობები:

** პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
** პროექტის დაწყებამდე შესაბამისი კალენდარული გრაფიკის მომზადება;
** პროექტის კალენდარული გრაფიკის შესრულების მონიტორინგი;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ფასების დადგენა და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
** პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონიტორინგი;
** პროექტების "პროგრეს რეპორტის" წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება (სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად);
** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური და/ან სამშენებლო-საინჟინრო კუთხით);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS Office + MS Primavera).

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** რამოდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მენეჯმენტი;
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული.

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2020 წლის 10 ივლისის ჩათვლით.

შერჩევა მოხდება ყოველდღიურ რეჟიმში. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დროულად გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები.

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე