ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
შპს "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის (HR) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: რუსთავი
სამუშაო დრო: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, იურიდიული ან/და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (რუსული/ინგლისური).

სამუშაოს აღწერა:

** ადამიანური რესურსების ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობა;
** ორგანიზაციის მიზნებისა და სტრატეგიული გეგმის საფუძველზე საკადრო პოლიტიკის ფორმირება;
** ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება;
** კომპანიის ორგანიზაციული დოკუმენტაციის დამუშავება და მართვა
** კომპანიაში მიმდინარე პროცესების სამუშაო ანალიზი;
** კანდიდატების მოზიდვა და შერჩევა;
** შტატების დაკომპლექტება და ახალ მომუშავეთა ადაპტირება
** სამართლებრივი აქტების-ბრძანებების, ხელშეკრულებების მომზადება
** თანამშრომლების ფუნქციების განსაზღვრა და თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება
** თანამშრომელთა პირადი მონაცემებისა ადმინისტრირება.
** ყოველი თვის ჭრილში კომპანიის თანამშრომლებთან ზუსტი სახელფასო მონაცემების მიწოდება ფინანსური დეპარტამენტისათვის.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** კოლეგიალობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** პრიორიტეტების დასახვა;
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** გუნდური მუშაობა
** პროფესიული განვითარების სურვილი;
** მაღალი დატვირთვით მუშაობის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სწრაფი ადაპტირების უნარი;
** ვადების ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ 2020 წლის 30 ივლისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: vacancy@cs.ge და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ან მობრძანდით ჩვენს შემდეგ მისამართზე: რუსთავი, მაზნიაშვილის 2.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე