რეგიონული სავაჭრო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ლაბლაინი
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 29 ივლისი
შპს "ლაბლაინი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული სავაჭრო წარმომადგენლის (დასავლეთი) პოზიციაზე.

შპს "ლაბლაინი" წარმოადგენს თმისა და ფრჩხილის მოვლის საშუალებების, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიის ადგილობრივ წარმოებასა და დისტრიბუციას.

ძირითადი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - მომხმარებლის დონეზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა სამუშაოს მიმართ;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილი;
** ასაკი: 21 წლიდან 35 წლამდე;
** სქესი: მდედრობითი;
** სტრესულ გარემოებაში მუშაობის უნარი;
** ანალიზის და სწრაფი რეაგირების უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის წარდგენა;
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა და ეფექტურად პრეზენტაცია;
** შეკვეთების მიღება;
** ბაზრის ანალიზი;
** ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი; 10:00- 19:00

ანაზღაურება:

** გამოსაცდელი ვადის პერიოდში (2 თვე) - ფიქსირებული 700 ლარი.
** ძირითად შტატში გადასვლიდან - ფიქსირებული 700 ლარი და ბონუსი გეგმის მიხედვით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (ფოტოსურათით) ელ. ფოსტაზე: vacancy@labline.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული CV არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადის მიღებიდან 20 დღის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე