სერვისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: პრემიუმ მოტორს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 28 ივნისი / ბოლო ვადა: 28 ივლისი
"პრემიუმ მოტორს ჯორჯია" - ავტომობილების შეკეთების სერვის-ცენტრი - აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე:

ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვისის პროცესის დაგეგმვა, მუდმივი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირება და რთულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღება;
** ხელოსნების სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა, მათ მიერ შესრულებული სამუშაოების კონტროლი;
** მომხმარებლების მიღება, მათი ავტომობილების ჩაბარება, მათთან კომუნიკაცია და შეკეთებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
** სერვისის ბოქსების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** სერვისის კუთვნილებაში არსებული ავტო-პარკის მუდმივი მონიტორინგი და მოვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტომობილის ტექნიკური აგებულების ცოდნა;
** ავტომობილის შეკეთებისათვის საჭირო მასალებისა და რესურსის სწორად გამოყენების ცოდნა;
** სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ავტონაწილების სპეციფიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მართვის შესაძლებლობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@pmotors.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე