მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: აკვალაინი
გამოქვეყნდა: 28 ივნისი / ბოლო ვადა: 28 ივლისი
კომპანია "აკვალაინი" ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და კვალიფიციურ კანდიდატს მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გ. კარტოზიას #6
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00.

მოვალეობები:

** პროდუქციის დოკუმენტის შესაბამისად მითვლა;
** ავტო-სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის ჩატვირთვა და მისი შემდგომი უსაფრთხო ტრანსპორტირება;
** შეკვეთის მიღებისას საქონლის დაუზიანებლად დატვირთვა-ჩამოტვირთვა;
** პროდუქციის ადგილზე ოპერატიულად მიტანა;
** ავტომობილის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა და მისი მუდმივი მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** B1 კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი;
** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
** შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ენერგიული და კომუნიკაბელური;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@aqualine.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე