გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
თანდართული ფაილი: 268947_gpost_app_form_4501590.zip
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე ბორჯომში.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისცენტრის კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
** კლიენტებისათვის პროდუქტებზე/მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროების ანალიზი და კონსულტაცია;
** არსებული პროდუქტების გაყიდვა;
** კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;
** სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** MS პროგრამების ცოდნა;
** მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველება;
** გუნდური მუშაობა;
** მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

** ჯგუფური გასაუბრება;
** ტესტირება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა (იხილეთ დანართი) და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 26.07.2019
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე