სერვისცენტრის დამხმარე სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისცენტრის დამხმარე სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
თანდართული ფაილი: 257537_gpost_app_form_4354107.zip
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სერვისცენტრის დამხმარე სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ძირითადი მიზანია სერვისცენტრის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-17:00, შაბათი 10:00-14:00;
ანაზღაურება: 500 ლარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები: საფოსტო გზავნილების დასაწყობება სერვისცენტრის ტერიტორიაზე, მათი ფიზიკური გადატანა და მომხმარებლისათვის გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
** გასაუბრება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე