სერვის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
თანდართული ფაილი: 268110_gpost_app_docx_5965731.zip
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:00 - 17:00, შაბათი 10:00 - 14:00;
ანაზღაურება - 400 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

სერვისცენტრის მომხმარებლების მომსახურება, კერძოდ:

** მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;
** საფოსტო ბარათების, მარკებისა და კონვერტების გაყიდვა.
** მომხმარებელთა კონსულტაცია გზავნილის დამისამართებასა და თანმხლები დოკუმენტების შევსებისას.
** მომხმარებლებისაგან სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (B2 დონეზე);
** MS პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართულად მეტყველება;
** გუნდური მუშაობა.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

** ჯგუფური გასაუბრება;
** ტესტირება;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
** სტაჟირება 2 კვირა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სერვის ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე