კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
თანდართული ფაილი: 268125_gpost_app_docx_1290814.zip
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას კურიერის თანამდებობაზე დუშეთის სერვისცენტრში.

ანაზღაურება: 500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;
** სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი ნებისმიერი პროფილით;
** სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე