სამედიცინო შემთხვევების დამუშავების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო შემთხვევების დამუშავების სპეციალისტი
მომწოდებელი: სამედიცინო ცენტრი
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო შემთხვევების დამუშავების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიღმის მასივი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00; შაბათი 09:00-17:00
ანაზღაურება: 800 ლარი

ძირითადი ფუნქციები:

** პაციენტების ისტორიის გახსნა შიდა პროგრამაში;
** პაციენტსა და კლინიკას შორის და/ან კლინიკასა და თავდებ პირს შორის გასაფორმებელი იურიდიული ხელშეკრულების გაფორმება;
** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების ღირებულებასა და დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით; პაციენტის ფინანსური ვალდებულებების დაანგარიშება, ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
** ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე სამედიცინო მომსახურების შესახებ პირველადი შეტყობინების განთავსება;
** საჭიროების შემთხვევაში, კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა, კალკულაციების მომზადება;
** პაციენტის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო წერილების გააქტიურება;
** უფროსი მენეჯერებისთვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება ოპტიმალურ ვადაში;
** შიდა პროგრამაში უფროსი მენეჯერის მიერ მომზადებული ანგარიშგების ასახვა მაქსიმალური სიზუსტით;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება მენეჯმენტის მიმართულებით; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობა;
** კონფიდენციალობა.

ენების ცოდნა:

** ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;
** ინგლისური
** რუსული.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: კომპიუტერული საოფისე პროგრამები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: koranashvilim@gmail.com 2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით (გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამედიცინო შემთხვევების დამუშავების სპეციალისტი").

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე