ავტომობილის მღებავი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომობილის მღებავი
მომწოდებელი: Motors
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
"Motors" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილის მღებავის თანამდებობაზე.

აუცილებელი მოთხოვნა:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა.
** ენერგიულობა და პასუხისმგებლობა დაკისრებულ პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლების ავტომობილის მაღალ დონეზე დამუშავება და შეღებვა, ავტომობილის შეღებვის შემდეგ სამღებრო საშრობის მოწესრიგება, დასუფთავება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

შრომითი ანაზღაურება: გამომუშავებით
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 18:00-მდე, კვირაში ერთი დღე დასვენება.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები; ასევე, CV-ში მიუთითოთ სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV, აუცილებლად სურათით, შემდეგ მისამართზე: contact@gsservices.ge (სურათის გარეშე CV არ განიხილება). გთხოვთ, ელფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე