გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ატლას მედიკალი
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
სამედიცინო კომპანია "ატლას მედიკალი" წარმოადგენს სამედიცინო სახარჯი მასალების, სამედიცინო აპარატურის, სამედიცინო ინვენტარის სარეალიზაციო კომპანიას. "ატლას მედიკალი" სამედიცინო დანიშნულების მასალებით ამარაგებს სამედიცინო სფეროს თბილისსა და რეგიონებში, ასევე აწარმოებს ადგილობრივ საცალო და საბითუმო გაყიდვებს კომპანიის შოურუმიდან.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, შ. ნუცუბიძის 129 (კომპანიის შოურუმი)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-19:00 (მოიცავს 1 საათიან შესვენებას); შაბათი - მოკლე სამუშაო დღე - 11:00-15:00; დასვენება - კვირა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამედიცინო განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე; სხვა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** საბაზისო, საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა
** გამართული, კეთილგანწყობილი და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების მოკლე აღწერილობა:

** კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის თაროზე განთავსება;
** აუცილებელია მომხმარებელს გაუწიოს კვალიფიციური, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება/დახმარება პროდუქციის შერჩევისას;
** ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას კომპანიის სრულ ასორტიმენტზე;
** მომხმარებლის ინფორმირება მიმდინარე აქციების შესახებ;
** მაღაზიაში ყველა სამედიცინო პროდუქტის განახლებადობისა უზრუნველყოფა.

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@atlasmedical.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე