ონლაინ ჩატის აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ ჩატის აგენტი
მომწოდებელი: Shopshop
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
კომპანიის შესახებ: "Shopshop"-ი არის საქართველოში პირველი ონლაინ შოპინგ მოლი, რომელიც გააერთიანებს მომხმარებლის ყველა საყვარელ მაღაზიას/ბრენდს ერთ ონლაინ სივრცეში

პოზიციის შესახებ: "Shopshop"-ი ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ პირებს ჩვენთან სამუშაოდ! ჩატის აგენტები ამყარებენ კომუნიკაციას მომხმარებელთან ონლაინ ჩათის ან ელ.ფოსტის მეშვეობით, რათა უპასუხონ მომხმარებელთა კითხვებს, და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაჭრაში.

სამუშაო ადგილი: პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გათვალისწინებით, ჩატის აგენტი დროებით იმუშავებს სახლიდან, რეგულაციების მოხსნისთანავე სამუშაო ადგილი იქნება კომპანიის ოფისი თბილისში.

სახელფასო განაკვეთი: 500 ლარი.

ჩატის აგენტის ძირითადი მოვალეობები:

** დროულად უპასუხოს შემომავალ ჩატებს
** მოახდინოს მომხმარებლის იდენტიფიცირება და დროულად დაეხმაროს მას საკითხის/პრობლემის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებაში
** მოახდინოს დროული და ეფექტური უკუკავშირი მომხმარებელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან ბოლო კურსის სტუდენტი
** გამართული წერილობითი/ზეპირი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე
** კომუნიკაბელური
** ენერგიული
** სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრში ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hrconsultantgeorgia@gmail.com არაუგვიანეს 10 ივლისისა. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე