დასუფთავების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: თაბორი რიზორთსი
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
შპს "თაბორი რიზორთსი" - "საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის" პროექტი - აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, შინდისის გზა, თაბორის ტერიტორია
განაკვეთი: სრული

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://gcfund.ge/en/gtdf/10/Paragraph-Golf-%26-Spa-Resort-Tabori-Hill

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დასასუფთავებელი ტერიტორიების სისუფთავის უმაღლეს სტანდარტებთან მისადაგების უზრუნველყოფა;
** ოთახების, საერთო ფართების, სველი წერტილების სათანადოდ გასუფთავება, მომარაგება, აღჭურვა;
** სისუფთავის კონტროლი და შენარჩუნება სამუშაო საათების განმავლობაში;
** სპეციალური ტანსაცმლის, აღჭურვილობის, თეთრეულის და ა.შ. სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
** სამუშაოს შესრულებისას სანიტარული-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** საჭირო ქიმიკატების გამოყენებისას, უსაფრთხოების ნორმების და ფიქსირებული დოზირების დაცვა.
** დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის და საწმენდი საშუალებების ამოწურვის შესახებ გონივრულ ვადაში სათანადო პირთა წინასწარ შეტყობინება;
** ტექნიკური პრობლემების ან დაზიანების შესახებ სათანადო პირთა დროული ინფორმირება;
** დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის მოვლა დასუფთავება.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** სასურველია პროფესიული ან აკადემიური განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** სასურველია საწმენდი ქიმიკატების გამოყენების ცოდნა;
** სასურველია სასტუმრო ან სპა ცენტრში სამუშაო გამოცდილება და შესაბამისი დასუფთავების სტანდარტების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV ელფოსტაზე: hr@gtdf.ge არაუგვიანეს 2020 წლის 9 ივლისისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე