პრისელერი/CCTV ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი/CCTV ინჟინერი
მომწოდებელი: ინტეგრა
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
შპს "ინტეგრა" არის გადაწყვეტილებების პროვაიდერი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში. ჩვენი მისიაა ინოვაციური IT ინფრასტრუქტურისა და პროგრამული გადაწყვეტილების დახმარებით ბიზნეს პრობლემების გადაჭრა. ჩვენი ბიზნეს მიმართულებებია - პროგრამულად უზრუნველყოფილი მონაცემთა ცენტრები, კომპიუტერული ქსელი, ქსელისა და მონაცემთა უსაფრთხოება, ვიდეო მეთვალყურეობა და ანალიტიკა.

პრისელერ/CCTV ინჟინერს ევალება:

** ტექნიკური პრეზენტაციების მომზადება და წარმართვა.
** კომპანიის მიერ შესათავაზებელი პროდუქციის ინტეგრაციის პროცესის აღწერა.
** RFP-ის/RFI-ის ანალიზი და დამუშავება.
** შემსყიდველის მოთხოვნებზე მორგებული გადაწყვეტილების/პროექტის შემუშავება.
** პროექტის ფინანსური ანალიზის წარდგენა.
** IP CCTV და IT ინფრასტრუქტურის შემოწმება და პროგრამული ტესტირება.
** პროექტის ჭრილში პრობლემების აღმოჩენა და გამოსწორება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება IP CCTV Presales დიზაინში.
** ხარჯთაღრიცხვის წარმოების უნარი.
** ქსელი (Unicast, Multicast, ასევე უპირატესობა მიენიჭება ქსელის განხრით გამოცდილებას მაგ. CCNA სერტიფიკატს).
** სერვერების, შემნახველების, NVR-ის ცოდნა.
** IT და CCTV სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** კომპლექსური საკითხების წერილობით და ვერბალურად, გასაგებად გადმოცემის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: hr@integra.ge და წერილის სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე