დირექტორის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
შპს "საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე)
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

ძირითადი მოვალეობები:

** დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
** შეხვედრების ორგანიზება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებითა და სახელით სამსახურებრივი მიმოწერის წარმოება;
** სატელეფონო ზარების მიღება და გადამისამართება;
** სამსახურებრივი დოკუმენტაციის წარმოება, მათი ინდექსირება, რეგისტრაცია, ორგანიზება და ოპერატიულად შენახვა;
** მონაცემთა ბაზის შექმნა, ელექტრონული დახარისხება და ფილტრაცია;
** საარქივო მომსახურება და საქმეთა ფორმირება არქივისთვის;
** უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად, პერიოდული რაპორტინგის წარმოება;
** კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და კონტროლი;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** გამოცდილება ოფისის მენეჯერის ან/და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (როგორც ვერბალური, ისე წერითი უნარ-ჩვევები);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა (MS Office) და ტელეკომუნიკაციის საოფისე საშუალებების მაღალ დონეზე ცოდნა

კანდიდატმა უნდა იცოდეს:

** ოფისის მენეჯმენტის საფუძვლები;
** ადამიანური რესურსების მართვის საფუძვლები;
** საოფისე მომსახურების ძირითადი სახეები;
** ადმინისტრაციული საქმისწარმოების წესები;
** ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გაფორმების და მასთან მუშაობის წესები;
** საარქივო საქმეთა ფორმირების წესები;
** საერთაშორისო მიმოწერის სტანდარტები;
** შრომის სამართლის საფუძვლები;

აუცილებელი თვისებები:

** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიზის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** თავაზიანობა;
** დამატებითი მოთხოვნები:

სამუშაოს აღწერილობიდან გამომდინარე, აუცილებელია კანდიდატი იყოს მდედრობითი სქესის, 20-დან 40 წლამდე ასაკის.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@geoisotopes.com; სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე