გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: More Beauty
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
ონლაინ მაღაზია "morebeauty.ge" ერთ სივრცეში აერთიანებს ფრანგულ, შვეიცარიულ, იტალიურ და კორეულ ყველაზე სანდო, მსოფლიოში ცნობილი უმაღლესი სტანდარტების მქონე ბრენდების სილამაზის პროდუქტებს.

კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების ბაზაზე მუშაობა და სწორი კომუნიკაცია;
** სიახლეებისა და სხვადასხვა აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება-გაცნობა;
** მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია 1-2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** MS პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, ცოდნა;
** ოფიციალური წერილების წერის გამოცდილება;
** პრობლემატურ მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** პოზიტიურობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** ენთუზიაზმი;
** გამართულად წერის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა;
** აუცილებლად უნდა ანიჭებდეს სიამოვნებას სილამაზის სფეროში მუშაობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@morebeauty.ge აუცილებელია, დაურთოთ თქვენი ფოტოსურათი და სოც. ქსელების ლინკი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე