სერვის ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის ტექნიკოსი
მომწოდებელი: Kärcher
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
"კერხერ-საქართველო" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისსა და ბათუმში, იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას სერვის ტექნიკოსის პოზიციაზე (ბათუმი).

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ბათუმი;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი;
სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 (შაბათ-კვირა დასვენება).

სერვის ტექნიკოსის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების დეტალური შესწავლა;
** სერვისში შემოსული ტექნიკის ანალიზი და შეკეთება;
** ელექტრო ტექნიკისა და მაღალი წნევის აპარატების შეკეთება;
** ტექნიკოსისთვის გამოყოფილი ხელსაწყოების, დანადგარების მოვლა - პატრონობის უზრუნველყოფა;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა საბაზისო დონეზე;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ტექნიკური ცოდნა ელექტროობის, სანტექნიკის, გაგრილების სისტემების მიმართულებით;
** ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესად;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დადგენილ ვადებსა და სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მისამართზე: Tatia.Machitidze@ge.kaercher.com და გთხოვთ "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე