საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: გზაჯვარედინი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
კომპანია "გზაჯვარედინი" 2007 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში. ძირითად საქმიანობას მოძრაობის უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებების წარმოება, რეალიზაცია და მომსახურება წარმოადგენს.

კომპანია "გზაჯვარედინი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საწყობის მენეჯერი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის №122
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი 09:00-18:00, პარასკევი 09:00-17:00
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად;
** ვაკანტური ადგილი: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაცემული და მიღებული პროდუქციის აღრიცხვის მონიტორინგი;
** მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება;
** პროდუქციის მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი, როგორც მიღების, ასევე გაცემისას;
** საწყობის თანამშრომელთა სამუშაო პროცესის დაგეგმვა და მისი მონიტორინგი;
** საწყობის ნაშთების მუდმივი კონტროლი, მარაგების შევსების უზრუნველყოფა;
** სასაწყობე სივრცის სწორად დაგეგმვა-გამოყენება, საწყობში არსებული პროდუქციის განლაგების მონიტორინგი (უსაფრთხო და სწორი განლაგება);
** ინვენტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (წარმოების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** Ms office-ის (განსაკუთრებით Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** საწყობის მართვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (საპი);

პიროვნული უნარები:

** გუნდის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურობა/კოლეგიალურობა;

ჩვენ გთავაზობთ გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობას, პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს, დაზღვევასა და სხვა ბენეფიტებს.

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე (nia@crossroad.ge) 2020 წლის 24 ივლისის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე