სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: გზაჯვარედინი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
კომპანია "გზაჯვარედინი" 2007 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში, ძირითად საქმიანობას მოძრაობის უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებების წარმოება, რეალიზაცია და მომსახურება წარმოადგენს.

კომპანია "გზაჯვარედინი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამუშაოთა მწარმოებელი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის №122
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი 09:00-18:00, პარასკევი 09:00-17:00
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად;
** დამატებითი პირობა: ინტენსიური მივლინებები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში;
** ვაკანტური ადგილი: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და შესრულების უზრუნველყოფა;
** დამკვეთებთან კომუნიკაციის გზით სამუშაო პროცესების დაგეგმვა;
** შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი;
** პროექტზე გახარჯული მასალების ჩამოწერის აქტების წარმოება;
** მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
** სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Ms office-ის (განსაკუთრებით Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა;

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურობა/კოლეგიალურობა;

ჩვენ გთავაზობთ გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობს, პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს, დაზღვევასა და სხვა ბენეფიტებს.

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე (nia@crossroad.ge) 2020 წლის 25 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე