წარმოების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების უფროსი
მომწოდებელი: გზის სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
გზის სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას წარმოების უფროსის პოზიციაზე.

სამუშაოს მოკლე აღწერილობა:

წარმოების უფროსი აკონტროლებს ქარხნების (ასფალტის ქარხანა, ემულსიის ქარხანა, ქვის სამტვრევი საამქრო) გამართულ მუშაობას და პასუხისმგებელია დროულ და ხარისხიან პროდუქციის წარმოებაზე;

წარმოების უფროსის მოვალეობები:

** საწარმოო საქმიანობის გამართულად მუშაობის კონტროლი (ასფალტის ქარხანა, ქვის სამტვრევი საამქრო, ემულსიის ქარხანა და სხვა ნებისმიერი მშენებლობასთან დაკავშირებული წარმოება)
** მუდმივი კონტროლი და ზედამხედველობა საჭირო ნედლეულის სწორ და მიზანმიმართულ გამოყენებაზე და შესაბამისი მარაგების უზრუნველყოფაზე;
** დოკუმენტების სწორი წარმოება ყოველ შესრულებულ სამუშაოებზე (წარმოებული პროდუქციისა და გახარჯული ნედლეულის შესახებ), თანამშრომელთა დასწრების ტაბელები, ზედნადები ხარჯების აღრიცხვა;
** პროექტებიდან და გაყიდვების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება/შესწავლა. ** შესასრულებელი სამუშაოების გრაფიკის დაგეგმვა, დათქმულ ვადებში და შესაბამისი ხარიხით შესრულება;
** დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებში თანამშრომლების რიცხოვნობის ოპტიმალური განსაზღვრა.
** წარმოების გამართვისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და მოწესრიგება (გზშ, ნებართვები, ტერიტორიის იჯარები და ა.შ.)
** წარმოების ცვეთადი ნაწილების შესყიდვის საჭიროების ინიცირება, მომარაგების კონტროლი და აღნიშნულის გამო წარმოების მოცდენის მინიმიზაცია.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მხრიდან კომპანიაში არსებული წესების დაცვა.
** სამუშაოების შესრულება საქართველოს კანონმდებლობით და ორგანიზაციაში მიღებული წესების დაცვით;
** ნებისმიერ დარღვევაზე სწრაფი რეაგირება, რამაც შეიძლება მატერიალური ზიანი მიაყენოს ორგანიზაციას.
** სტრატეგიული გეგმის და წლიური ბიუჯეტის შედგენა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** მუშაობის გამოცდილება დიდ საწარმოო ორგანიზაციაში ხელმძღვანელ პოზიციაზე არანაკლებ 3 წლისა;
** კარგი მენეჯერული თვისებები;
** ორგაზინებულობის და პასუხისმგებლობის მაღალი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ მიმდინარე წლის 25 ივლისამდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr_company1@yahoo.com. გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე