საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
უცხოური დეველოპერული კომპანია აცხადებს საწყობის მენეჯერის ვაკანსიას.

მოთხოვნები:

** განათლება - მინიმუმ საშუალო პროფესიული;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (კერძოდ, ექსელის);
** ენები: რუსული (ვერბალური და წერითი უნარები) - კარგად, ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სამუშაო გამოცდილება - საწყობში მინ. 2 წლიანი გამოცდილება, სამშენებლო სექტორში მუშაობა ჩაითვლება მნიშვნელოვან პრიორიტეტად.

საწყობის მენეჯერმა უნდა იცოდეს:

** შრომის, ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა და დაცვა;
** ხელსაწყოებისა და ტექნიკის ექსპლუატაციის უსაფრთხოების ნორმები;
** საწარმოო მარაგების ფორმირების სტანდარტები;
** ხარისხის სტანდარტები, თვისებები, გარემოსდაცვითი მოთხოვნები, შენახვის წესები და გაყიდვის პირობები;
** შეკვეთების მომზადებისა და მიწოდების პროცედურებისა და ვადები.

უნარები:

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, კომუნიკაბელურობა, დიპლომატიურობა, დასმული ამოცანის შემოქმედებითად გადაჭრის უნარი, აქტიური, განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული.

სამუშაოს აღწერა:

** სასაწყობე მარაგების მართვა: ნომემკლატურების ცოდნა, დასაწყობება, ნაშთების მონიტორინგი, მარაგების შევსება, აუდიტი;
** საწყობიდან სამშენებლო ობიექტზე საჭირო მასალების მიწოდების ორგანიზება;
** შეკვეთებისა და მიწოდების დროულად შესრულების მონიტორინგი;
** მასალების სწორი დასაწყობების ორგანიზება, სასაწყობე ფართის რაციონალური გამოყენება და მართვა;
** შრომის, ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** შესყიდვების მენეჯერისთვის სწორი წერილობითი ინფორმაციის მიწოდება არასათანდო მასალებისა და ნედლეულის შესახებ;
** ფინანსური რესურსების რაციონალურად გამოყენებისათვის აუცილებელი იდეებისა და ხედვის შემუშავება-გაზიარება კომპანიის მენეჯმენტთან.

საწყობის მენეჯერი პასუხისმგებელია:

** დაკისრებული თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და ვალდებულებების სათანადოდ შესრულებაზე;
** საწყობში პროდუქციის, ნედლეულისა და მასალის მიწოდებაზე;
** საკუთარი ბრალეულობით, დაუდევრობითა და უპასუხისმგებლობით გამოწვეულ ზარალზე;
** კომპანიის საწარმოო და კომერციული საიდუმლოს დაცვაზე;
** სამუშაო დროის მიზნობრივ გამოყენებაზე;

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 (გამონაკლისის სახით სამუშაოს საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია იყოს ოვერთაიმები).

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ან/და რუსულ ენაზე ვაკანსიის დასახელების მითითებით (Warehouse Manager) ელ-ფოსტაზე careers@brightminds.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე