პროდუქტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
"თიბისი ფეი"-ში ვეძებთ თვითმომსახურების ტერმინალების გუნდის Product Owner-ს.

სამუშაო ადგილი: თბილისი

თიბისი ფეი ვეძებთ თვითმომსახურების ტერმინალების გუნდის Product Owner-ს. შენ, როგორც Product Owner, პასუხისმგებელი იქნები საქართველოში ყველაზე მასშტაბური თვითმომსახურების ტერმინალების პროდუქტის განვითარებაზე, მის ბიზნეს შედეგებზე და მომხმარებლის გამოცდილებაზე. შენ იქნები მომხმარებელზე ორიენტირებული გუნდის წევრი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით ცდილობს გაამარტივოს მომხმარებლის ცხოვრება.

შენი ძირითადი საქმიანობა იქნება:

** პროდუქტის სტრატეგიის, განვითარების მიმართულების განსაზღვრა;
** მომხმარებლების და სხვა მონაწილე მხარეების მოთხოვნების შეგროვება და პრიორიტეტიზაცია;
** ადგილობრივი და უცხოური ბაზრის სიახლეების გაცნობა და ახალი ინიციატივების გენერაცია;
** უამრავი იდეიდან ყველაზე პერსპექტიულის არჩევა და გუნდთან ერთად მისი განხორციელება;
** მონაცემთა დამუშავება და კვლევა არსებული პროცესების გაუმჯობესებისთვის;
** გაკეთებული საქმის (სპრინტის) დემონსტრაცია, რომელსაც დიდი ინტერესით ელოდებიან სხვადასხვა მხარეები;
** და რაც მთავარია, ჩვენი 1 მილიონზე მეტი ადამიანისთვის რეალურად ცხოვრების გამარტივება!

უნარები და გამოცდილება რაც გჭირდება ამ პოზიციისთვის:

** ლიდერობა, ძალიან კარგი ხედვა და ჩარჩოებს მიღმა აზროვნება;
** პროდუქტის მენეჯერად/ Product Owner-ად /პროექტის მენეჯერად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსურ-ტექნოლოგიური სიახლეების, ტრენდების ცოდნა;
** სასურველია Agile მეთოდოლოგიით (Scrum ფრეიმვორკით) მუშაობის გამოცდილება;
** ძალიან კარგად განვითარებული კომუნიკაციის, ახსნის, აზრის გადმოცემის უნარი;
** მომხმარებელზე და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული აზროვნება;
** კარგი გუნდურად მუშაობის უნარი;
** სასურველია გქონდეს საბაზისო ტექნიკური ცოდნა;
** სასურველია Hotjar/Google Analytics/Firebase ანალიტიკური სისტემების ცოდნა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების და მუშაობის სტილიდან გამომდინარე)

გთხოვთ, არაუგვიანეს 10 ივლისისა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - vacancy@tbcpay.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "Product Owner ".

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს "თიბისი ფეი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 17 18 19, ელ ფოსტა: info@tbcpay.ge

გაცნობებთ, რომ შპს "თიბისი ფეი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე