კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა თრაქ ენდ ბასი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
"თეგეტა თრაქ ენდ ბასი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000653
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 2 წელი
** სფერო: გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება.

განათლება: ბაკალავრი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სისხარტე
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაოს აღწერა:

** არსებულ კერძო კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება სიახლეების გაცნობისა და პრობლემატური საკითხების მოგვარების მიზნით;
** აღნიშნული შეხვედრების შედეგებზე რეპორტის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** ახალი კორპორატიული მომხმარებლების მოძიება, კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით;
** ტენდერებსა და ბაზრის კვლევებში მონაწილეობის მიღება;
** ტენდერების შედეგის მიხედვით რეპორტის მომზადება და ხელშეკრულების გაფორმება;
** ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** კერძო კორპორატიული ორგანიზაციების პორტფელის წარმოება (დებიტორული დავალიანების კონტროლი, თანხების ამოღებაზე ზრუნვა, პრობლემური დებიტორების შესაბამის სტრუქტურებზე გადაცემა).

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/653

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 17 ივლისი, 2020 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე