მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
შპს "არომაპროდუქტი" თავის საქმიანობას ეწევა 1985 წლიდან, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს (ორგანული და არაორგანული კატეგორიის წვენებს, სოუსებს, გაყინულ ხილს და სხვა). შპს "არომაპროდუქტი"-ს პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს 25 ქვეყანაში (აშშ, კანადა, ავსტრალია, გერმანია, იაპონია და ა.შ.)

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:
http://www.georgiasnatural.com

შპს "არომაპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ეფექტური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის მიღება და მოწესრიგებულად განლაგება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქტისა და ფასმაჩვენებლის შესაბამისობის მუდმივი კონტროლი;
** დეგუსტაციის ჩატარება;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა;
** პროდუქციის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** სალაროს კონტროლი;
** საკომუნიკაციო და სარეკლამო მასალის სწორი განთავსება.

მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** გამართული მეტყველების, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე;

სამუშაო ადგილი: ბათუმი

რას გთავაზობთ:

** პერსონალზე მორგებულ მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ანაზღაურებას თვეში 550 ₾-დან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@georgiasnatural.com. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შპს "არომაპროდუქტი" გისურვებთ წარმატებებს!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშვებულ და შენახულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე