სტაჟირება დამწყები და მოყვარული ჟურნალისტებისათვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება დამწყები და მოყვარული ჟურნალისტებისათვის
მომწოდებელი: ამბებს მიღმა
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
სოციალური მიმართულების მედია "ამბებს მიღმა" აცხადებს სტაჟირებას დამწყები და მოყვარული ჟურნალისტებისათვის.

თუ გაინტერესებს, როგორ მუშაობს მცირე ონლაინ გამოცემა და გინდა გამოსცადო შენი შესაძლებლობები, ეს ვაკანსია შენთვისაა. გპირდებით, ყავის მოდუღებას არ დაგავალებთ, გასწავლით ყველაფერს, რაც ვიცით და შენი იდეების განხორციელებაშიც დაგეხმარებით.

ძირითადი მოვალეობები:

** ჟურნალისტთან ერთად სტატიების შექმნასა და განთავსებაში მონაწილეობის მიღება;
** ინტერვიუების ჩაწერა და გაშიფრვა;
** თემების მოძიება და დაგეგმვა "ამბებს მიღმას" გუნდთან ერთად;
** ქვიზების შედგენა და საიტზე განთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენისა და გრამატიკის სრულფასოვანი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** სასურველია სოციალური მეცნიერებების მიმართულების სტუდენტი.

სტაჟირების ხანგრძლივობაა 3 თვე, თუმცა, გაგვიხარდება, თუ მომავალშიც ვითანამშრომლებთ.
სტაჟირების გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი.
სტაჟირების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: editor@throughthenews.com და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: https://www.facebook.com/ambebsmighma

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 11.07.2020
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე