ფინანსური ანალიტიკოსი - სწავლება/სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი - სწავლება/სტაჟირება
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
შპს "ბორან ლაითი" გთავაზობთ განათებისა და სხვადასხვა სამშენებლო ინსტრუმენტების იმპორტიორ, ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიაში 2 თვიან სწავლება/ სტაჟირების შესაძლებლობას ფინანსური/ბუღალტრული ანალიტიკოსის პოზიციაზე, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მათემატიკის მაღალ დონეზე ფლობა
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
** MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დროის მენეჯმენტი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** რამდენიმე საქმის კოორდინირებულად შესრულების უნარი.
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის ანალიტიკური რეპორტის მომზადება ხელმძღვანელის მოთხოვნებიდან გამომდინარე;
** ფინანსური ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება და ერთიან ფორმატში მოყვანა;
** ბიუჯეტირებასთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართვა/კონტროლი
** პერიოდული ფინანსური უწყისების შედგენა,
** სხვა საჭირო დავალებების შესრულება, უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

პირობები:

** ჩვენ გთავაზობთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერულ ზრდის შესაძლებლობას და მზარდ შრომით ანაზღაურებას.
** მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. #44
** ანაზღაურება: სწავლება/სტაჟირების პერიოდში - 500 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე