ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
ლუდსახარში "ნატახტარი" - "EFES საქართველო" წარმოადგენს "Anadolu Efes"-ის შვილობილ კომპანიას. "Anadolu Efes" მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის. "EFES საქართველო" - ლუდსახარში "ნატახტარი" უკვე 10 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

პოზიცია: ბუღალტერი
სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების დამუშავება და ბუღალტრული გატარებების შესრულება;
** მიმდინარე ანგარიშების კონტროლი და გატარებების წარმოება;
** კრედიტორების ნაშთების კონტროლი;
** შესყიდულ ნედლეულთან დაკავშირებული ზედნადები ხარჯების შესაბამის კრედიტორებზე ასახვა;
** ბუღალტრული გადახურვების განხორციელება;
** სხვადასხვა გადასახადების, სესხების დარიცხვა და გადარიცხვების წარმოება;
** დოკუმენტების დროული მიღების კონტროლი და საბუთების მოწესრიგება;
** ჩამოწერების პროგრამულად განხორციელება;
** სავალუტო ანგარიშების გადაფასება ("მეჩინგი") და სალაროს ანგარიშებთან შესაბამისობის კონტროლი;
** მარაგების კონტროლი და წარმოების შესაბამისი საწყობების მიხედვით შედარება;
** ძირითად საშუალებებთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელება (შესყიდვა, გაყიდვა, ჩამოწერა, კაპიტალიზაცია, ცვეთის დარიცხვა და სხვა)
** კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.
** საწვავთან დაკავშირებული ტრანზაქციების გაკეთება და დოკუმენტების კონტროლი (ა/ფ-ების დადასტურება, მიღება, საწყობებზე გადატანა, ჩამოწერა და სხვა)
** მარაგ-ნაწილებისა და სხვა სახარჯი მასალის, მზა პროდუქციის ჩამოწერის კონტროლი და სისტემაში ასახვა
** საანგარიშო პერიოდში მოხმარებული წყლის განაწესის გაკეთება, მიღება და დარიცხვა დანახარჯთა ცენტრების მიხედვით
** ბონუსებისა და სხვა ფასდათმობების ტრანზაქციების გაკეთება სისტემაში
** მენეჯერებისა და დირექტორების საწვავის ხარჯის კონტროლი და კუთვნილი გადასახადების დარიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (შესაბამისი სპეციალიზაცია)
** მსგავს სფეროში გამოცდილება - 3 წელი;
** კომპიუტერული პროგრამების - MS Office-ის ცოდნა (MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ინგლისურ ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 5 ივლისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე