სამართ. მხარდაჭერის განყ. წამყვანი სპეციალისტი/იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამართ. მხარდაჭერის განყ. წამყვანი სპეციალისტი/იურისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის (იურისტის) პოზიციაზე.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ, საინტერესო და მრავალმხრივ სამუშაოს, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები.

იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი მხარდაჭერის განყოფილებაში დასაქმებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს დეპარტამენტის მიზნების და ამოცანების განხორციელების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში თანამშრომელთათვის სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევა და სხვა დავალებების შესრულება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური ბაზრების, საგადახდო, ფასიანი ქაღალდების ბაზრის, საბანკო და არასაბანკო ზედამხედველობის, საზედამხედველო პოლიტიკის, რეზოლუციისა და ლიკვიდაციის, ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების, ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სფეროებში ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულებისა და ეროვნული ბანკის თანამშრომლებისათვის საქმიანობის განხორციელების პროცესში სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევა;
** საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა ლიცენზირების/რეგისტრაციის/ავტორიზაციის/აღიარების პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;
** ეროვნული ბანკის სახელით გასაფორმებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მემორანდუმების სამართლებრივი ექსპერტიზა, აგრეთვე სხვა ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სამართლებრივი ექსპერტიზა ამ პუნქტის "ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში;
** ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა;
** მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისაგან შემოსული წერილებისა და განცხადებების განხილვა და პასუხების მომზადება;
** ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
** ეროვნული ბანკის წარმომადგენლობის განხორციელება და ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, ამ მიზნით მტკიცებულებების მოპოვება და შეგროვება;
** სხვა უწყებებში, საგამოძიებო მიზნებისთვის ეროვნული ბანკის ჩართვის შემთხვევაში, შესაბამისი წარმომადგენლების სამართლებრივი მხარდაჭერა;
** ეროვნულ ბანკში სამართალდამცავი ორგანოების მიერ დოკუმენტაციის ამოღების პროცედურებში მონაწილეობა;
** საზედამხედველო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი პროდუქტების, სქემ(ებ)ის, დოკუმენტაცი(ებ)ის, ინფორმაციის განხილვის/დამუშავების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი იურიდიული დასკვნის მომზადება/მიწოდება შესაბამისი პასუხისმგებელი/ინიციატორი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის შესაბამისად ( როგორც ზეპირად, ასევე, წერილობითი ფორმით);
** ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი).
** მუშაობის გამოცდილება: სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება, აქედან 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო სექტორში;
** საკანონმდებლო ბაზა: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი; საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის და საფინანსო სექტორის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები, საპროცესო კანონმდებლობა;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Word, MS Outlook, MS Powerpoint, MS Excel - კარგად;
** უცხო ენები: ინგლისური ენა - C1

კომპეტენციები:

** კრიტიკული აზროვნება;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა/ორგანიზება და წარმართვა;
** პოზიციის დასაბუთება, დარწმუნება;
** მოლაპარაკებების წარმართვა;
** შედეგზე ორიენტაცია;
** მოქნილობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
** ორგანიზაციის მისიის, საჯარო სამსახურეობრივი ეთიკის ცოდნა.

კონკურსის ფორმა:

** გასაუბრება;
** წერითი ან/და ზეპირი დავალება.
** ანაზღაურება - განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 10 ივლისამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი (იურისტი).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე