საველე სამუშაოების ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საველე სამუშაოების ტექნიკოსი
მომწოდებელი: ტრი მედია ინტელიჯენსი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"ტრი მედია ინტელიჯენსი" (ტი-ემ-აი) წარმოადგენს საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიის მზომ კომპანიას. "ტი-ემ-აი"-ს მიზანია საქართველოს მედია სივრცისთვის, თანამედროვე კვლევის მეთოდების გამოყენებით, ზუსტი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდება, რაც ხელს უწყობს სატელევიზიო სფეროს გაუმჯობესებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საველე სამუშაოების ტექნიკოსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები: საველე სამუშაოების ჩატარება

აუცილებელი მოთხოვნები:

** ასაკი: 25-35 წელი;
** სქესი - ნებისმიერი;
** განათლება-უმაღლესი;
** ენების ცოდნა - ინგლისური, რუსული (საშუალოდ);
** კომპიუტერი - Windows, Microsoft Office, Internet, ახალი სოფტების ადვილად ათვისების უნარი;
** მართვის მოწმობის ქონა, ავტომობილი (სასურველია დაბალი კუბატურის).

პიროვნული თვისებები:

შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი, ტექნიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი

CV ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.

შერჩევის პირველი ეტაპი - ჩატარდება ტესტირება თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ზოგად ცოდნაში.
შერჩევის მეორე ეტაპი - გასაუბრება.

აქცენტი კეთდება გრძელვადიან და სტაბილურ თანამშრომლებზე.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@tmi.ge და საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია, რომელზეც გსურთ განიხილოს თქვენი СV.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე