სპეცქიმიის სამმართველოს უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპეცქიმიის სამმართველოს უფროსი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას სპეცქიმიის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: სპეცქიმია
ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 1864 ლარიდან - 3044 ლარამდე (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.
მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფეთქებადი ნივთიერებებისა და დენთების სინთეზი და ანალიზი;
** საბრძოლო მასალებში არსებული ფეთქებადი ნივთიერებების ვარგისიანობის დადგენა-შეფასება;
** ვადაგასული და ჩამოწერილი ფეთქებადი ნივთიერებების, დენთების, პიროტექნიკური მასალების უტალიზაციის ტექნოლოგიური რეგლამენტების შედგენა;
** სამხედრო ნაწილებში არსებული ვადაგასული სხვადასხვა ქიმიური საშუალებების ქიმიური ანალიზი და მათი უტილიზაცია;
** ვადაგასული, ჩამოწერილი ფეთქებადი ნივთიერებების გადამუშავება სამრეწველო დანიშნულების მიხედვით;
** რემედიაციის რეკომენდაციების გაცემა.

სამუშაოს დახასიათება:

** მონაწილეობს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულისთვის შესასრულებელი ამოცანების
პრიორიტეტის განსაზღვრაში;
** აკონტროლებს და ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულისათვის დასახული ამოცანების მიღწევის პროცესს;
** საჭიროებისამებრ წარმართავს მაღალი დონის კომუნიკაციას, მოსამზადებელ შეხვედრებს, მოლაპარაკებებს სამთავრობო ან/და სხვა ორგანიზაციებთან დაწესებულების ხელმძღვანელის ან უშუალო უფროსის დავალებით/მითითებით ან/და კანონქვემდებარე აქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
** აფიქსირებს სტრუქტურული ერთეულის პოზიციას იმ საკითხებზე, რომელთა შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უშუალო უფროსი ან/და დაწესებულების ხელმძღვანელობა;
** პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების შეფასებაზე, წახალისებაზე, განვითარებაზე, მოტივაციასა და დისციპლინური ღონისძიებების ინიცირებაზე.
** ითანხმებს ან/და თავად განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ვადებს.
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს აძლევს რჩევებსა და რეკომენდაციებს მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით;
** მონაწილეობს ან თავად უწევს ორგანიზებას და კონტროლს ერთეულის საქმიანობას, არეგულირებს და წყვეტს პროფესიულ და ორგანიზაციულ პრობლემებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტრუქტურული ერთეულის ეფექტური მუშაობისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ქიმიკოსი
** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.
** პროგრამების ცოდნა: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მუშაობის გამოცდილება შესაბამის სპეროში - 5 წელი, მათ შორის სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე - 2 წელი.
** ფეთქებად, მომწამვლელ და ცეცხლსაშიშ ნივთიერებებთან მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია ანალიზის ფიზიკო-ქიმიური მეთოდების ცოდნა.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაბელურობა;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** კონფიდენციალურობის დაცვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სპეცქიმიის სამმართველოს უფროსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე