მებაღე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მებაღე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა", აცხადებს ვაკანსიას, მებაღის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: მებაღეობა;
ანაზღაურება: 500-დან 750 ლარამდე დარიცხული ხელფასი;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** ტერიტორიაზე არსებული ნარგავების, მცენარეების, მინდვრის საფარის მოვლა-პატრონობა;
** ნარგავის და მინდვრის საფარის გაკრეჭა და მორწყვა;
** დეკორატიული მცენარეების შეფუთვა ყინვაში;
** მიწიანი მონაკვეთის დაბარვა და სარეველა ბალახის ამოძირკვა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** ტერიტორიის კეთილმოწყობის და მოვლის თავისებურებების ცოდნა;
** ქიმიკატების და სასუქების გამოყენების ცოდნა.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპლექსური აზროვნება;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** ხარისხზე ორიენტირება;
** პროდუქტიულობა;
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მებაღე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე