საკომპრესორო დანადგარების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკომპრესორო დანადგარების ოპერატორი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას, საკომპრესორო დანადგარების ოპერატორის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ენერგეტიკა;
ანაზღაურება: 700-დან 1500 ლარამდე დარიცხული ხელფასი (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);
მდებარეობა: ქ. თბილისი.

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში;

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** უსაფრთხო გაზებზე მომუშავე სხვადასხვა ამძრავით აღჭურვილი სტაციონალური და გადასატანი კომპრესორის მომსახურება, რომლის მუშა წნევა არ აღემატება 1მპა (10კგძ/სმ2 - მდე), წარმადობა 6 კუბ.მ/წთ;
** კომპრესორის გაშვება - გაჩერება და საჭირო რეჟიმის რეგულირება, მუშა პარამეტრების უზრუნველყოფა;
** კომპრესორის მუშაობაზე და დამხმარე მოწყობილობებზე დაკვირვება;
** კომპრესორის მექანიზმის ხახუნზე მომუშავე ნაწილების გაპოხვა და გაციება;
** კომპრესორის გაცივების სისტემაზე დაკვირვება;
** კომპრესორის მუშაობისას შეუსაბამობების გაფრთხილება, აღმოჩენა და მათი აღმოფხვრა;
** კომპრესორის დამცავ და გამზომ მოწყობილობებზე კონტროლი;
** ძრავების მომსახურება;
** კომპრესორის ზეთით გამართვა და ზეთის ჩამოშვება სახარჯ და ავარიულ ავზებში;
** ზეთის დონის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში დამატება;
** საკომპრესორო სადგურის დანადგარებისა და მოწყობილობების რემონტში მონაწილეობის მიღება.

უნდა იცოდეს:

** დგუშიანი კომპრესორების, ტუმბოების და ძრავების მუშაობის პრინციპი, მათი ტექნიკური მახასიათებლები და უსაფრთხო მომსახურების წესები;
** კომპრესორის, ტუმბოსა და ძრავის მუშაობისას გაუმართაობის და შეუსაბამობის, დროულად აღმოჩენის და აღმოფხვრის წესები;
** დამცავ - მარეგულირებელი მოწყობილობების, საკონტროლო - გამზომი ხელსაწყოების და მართვის ავტომატიკის დანიშნულება, მოწყობა და მუშაობის პრინციპი, მათი გადამოწმების ვადები და ხერხები;
** საკომპრესორო სადგურის მილგაყვანილობის სქემა;
** კომპრესორის საფეხურებზე მუშა წნევა და შესაბამისად ჰაერის ტემპერატურა;
** მომსახურე აგრეგატების ცალკეული კვანძების გახურების დასაშვები ტემპერატურა, მათი გადახურების თავიდან ასაცილებლად ზომების მიღება;
** ზეთის მარკა და სორტი, რომელიც გამოიყენება კომპრესორისათვის;
** წნევაზე მომუშავე ჭურჭლების მოწყობის და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესები;
** უსაფრთხოების ტექნიკის წესები ელექტრომეურნეობაში;
** პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესები;
** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესები;
** საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები.

სამუშაოს მაგალითები:

** საკომპრესორო სადგურში არსებული დანადგარების და მოწყობილობების შემოვლა, შემოწმება;
** წყლის გასაცივებელ აუზებში ან ავზებში წყლის დონის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში წყლის ჩამატება;
** საკომპრესორო დანადგარებში ზეთის დონის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში ჩამატება;
** ზეთის ხარჯის აღრიცხვა;
** ​კომპრესორების გაცივების სისტემის საცირკულაციო ტუმბოს ჩართვა და წყლის მოძრაობაზე დაკვირვება;
** სავენტილაციო სისტემის ჩართვა;
** კომპრესორის ჩართვა და სამუშაო რეჟიმზე გაყვანა;
** დაჭირხნული ჰაერის გაშვება ქსელში;
** მუშაობის პროცესში ჰაერის წნევაზე დაკვირვება, სამუშაო რეჟიმის დაცვა;
** საკომპრესორო სადგურის დანადგარების მომსახურება უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვით;
** ​კომპრესორების გაჩერება;
** ​ჰაერშემკრებების გაქრევა;
** საკომპრესორო სადგურის მუშაობის ტექნიკური ანგარიშგების დოკუმენტაციის წარმოება;
** საკომპრესორო სადგურის დასუფთავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება;
** უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "საკომპრესორო დანადგარების ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე