საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: საინფორმაციო ტექნოლოგიები
ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 4444 ლარი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

სამუშაოს დახასიათება:

** საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების საჭიროებების ანალიზი და დაგეგმვა.
** საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის ერთიანი პოლიტიკის პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავება.
** საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის პოლიტიკის განმსაზღვრელი კონცეპტუალური და მარეგულირებელი დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველყოფა;
** საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის პროცესებისა და მექანიზმების ჩამოყალიბების, მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირების და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების ხელმძღვანელობა;
** დეპარტამენტის მასშტაბით სამუშაოს ეფექტურად შესრულებისთვის, სამმართველოს თანამშრომლებს შორის მოვალეობის გადანაწილება, ზედამხედველობა და დისციპლინური გადაცდომებზე რეაგირება;
** დეპარტამენტის მასშტაბით სამუშაო პროცესის გამართულად წარმართვისა და თანამშრომელთა განვითარებისთვის, თანამშრომელთა შეფასება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის და კონტროლის განხორციელება
** სამუშაოს გამართულად შესრულებისათვის, სამმართველოს მასშტაბით საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო/ტექნიკური საკითხების შესრულების ზედამხედველობა;
** ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი დავალებელის შესრულება;
** საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი;
** სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ცვლილებების ინიცირების უზრუნველყოფა;
** სტრატეგიული და რიგითი პროექტების დაგეგმვის ხელმძღვანელობა;
** მიმდინარე პროექტების შეფასება;
** მონიტორინგი, კონტროლი, ხელმძღვანელობა;
** დეპარტამენტის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და კონტროლი;
** დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის და მისი შედეგების შესახებ ანგარიშებისა და პრეზენტაციების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:
** ინჟინერიის მიმართულებით (კომპიუტინგის/ინფორმატიკის სპეციალობა (ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინფორმაციული სისტემების, კომპიუტერული ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერების, პროგრამული ინჟინერიის, საინჟინრო ფიზიკის სპეციალობა));
** მეცნიერების/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით (მათემატიკის, ფიზიკის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის სპეციალობები);
** ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის სპეციალობა (საერთაშორისო ბიზნესის, ინფორმაციის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ტექნოლოგიების, პროექტების, ინოვაციების მენეჯმენტის სპეციალიზაციები));
** სოციალური მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობები);
** მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (თავდაცვისა და უსაფრთხოების სპეციალობა (კიბერუსაფრთხოების სპეციალიზაცია)).

პროგრამების ცოდნა:

** Microsoft Office Word კარგი
** Microsoft Office Excel კარგი
** Microsoft Office PowerPoint კარგი

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.
** სასურველია მუშაობის გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში - 5 წელი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე - 2 წელი.
** სასურველია თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინფორმაციული სისტემების მართვის კონცეფციების ცოდნა.
** სასურველია ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების მართვის გამოცდილება.
** სასურველია პროექტების მეთოდოლოგიური მართვის გამოცდილება.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაბელურობა;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** კონფიდენციალურობის დაცვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე