ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 5000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის სტრატეგიის განსაზღვრა
** ბრენდის განვითარებისთვის პროექტებში ჩართულობა და მართვა
** ახალი პროდუქტების შექმნის პროცესში მონაწილეობის მიღება
** პროდუქტის მახასიათებლების შესწავლა, კონსულტანტების პროდუქტის შესახებ საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა და ტრენინგი
** ასორტიმენტის ფორმირება, საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო ობიექტებისათვის ინდივიდუალური ასორტიმენტების შექმნა
** ბაზრის შესწავლა, კონკურენტული გარემოს და თანამედროვე ტრენდების შეფასება
** პროდუქტების საფასო სტრატეგიის დაგეგმვა
** კატეგორიის მომგებიანობის და გაყიდვების ანალიზი
** მერჩენდაიზინგული სტანდარტების დადგენა და ქსელის მონიტორინგი
** გაყიდვების სტიმულირების კუთხით პრომო აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** ბრენდ მენეჯერის ან მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე 2 წლიანი გამოცდილება
** საწარმოო პროცესების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასურველია

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური უნარები
** კრეატიული აზროვნების უნარი
** ენერგიული და კომუნიკაბელური
** ინფორმაციის სტრუქტურირების უნარი
** ინტუიცია, მომგებიანი პროდუქტების განსაზღვრის უნარი
** თვითგანვითარების უნარი
** საქმიანი პროტოკოლის კარგი ცოდნა
** კომპანიისადმი ლოიალურობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ ფოსტაზე jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბრენდ მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე